logo_geo
eng_logo
ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

28 სექტემბერი. 2020. 13:57

 

 

ფოთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.

 

„ფოთში დღეს გვაქვს კორონავირუსის ერთი ადგილობრივი და ერთი შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა. სულ გამოკვლეულია 33 პირი. აქედან, 26 ინფიცირებულების კონტაქტია, ხუთი პირი ეპიდკერიდან არის, ორი კი საკარანტინო სივრციდან. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, სულ 46 პირია აღნიშნულ რეჟიმში, ყველა მათგანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ნათქვამია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner