logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური აცხადებს, ფული, რომელიც თავდამსხმელმა წაიღო, „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნოდა
- +

22 ოქტომბერი. 2020. 18:34

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ფულადი თანხა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა წაიღო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა არ ყოფილა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

კითხვაზე, თანხა, რომელიც თავდამსხმელმა წაიღო არის ბიუჯეტის თანხა, თუ „საქართველოს ბანკის“, მინისტრმა აღნიშნა: „ასე ძალიან თუ გაინტერესებთ, ეს არ არის ბიუჯეტის თანხა“.

 

მისივე განმარტებით, თანხა „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა, რომლის ფილიალზეც თავდასხმა განხორციელდა, ხოლო ფული თავდამსხმელთან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ მიიტანა.

 

„ბატონი ავთო შევიდა, ვინც გაყვა და ვინც აიყვანეს, კი. რა მნიშვნელობა აქვს, გითხარით, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება. ეს ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, ბანკში როცა შედიან და იყვანენ მძევლებს, ყველამ იცის, აბა „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდიდა, „საქართველოს ბანკში“ იყვნენ შესულები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner