logo_geo
eng_logo
ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოლდოვისა და უკრაინის საელჩოებთან თანამშრომლობით ვებინარი გაიმართა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 20:28

 

 

საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით და მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის საელჩოებთან თანამშრომლობით გამართა ვებინარი „Towards the EU: Georgia, Moldova, Ukrainevision for the future of the Eastern Partnership“ რომელიც შეეხო სამი ასოცირებული ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და მათ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

 

ღონისძიებაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ. ვებინარის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და ნატოს დეპარტამენტის დირექტორი მარინა მიხაილენკო; მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს ევროინტეგრაციის დირექტორატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ კუკი; ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორი ლორენს მერედიტი; ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროკავშირის განყოფილების გენერალური დირექტორი ჯო ჰაკეტი.

 

აღსანიშნავია, რომ ვებინარი წარმოადგენდა სამი ასოცირებული ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი მიძღვნილ კიდევ ერთ ღონისძიებას, რომელზეც ხაზი გაესვა ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ხედვას ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის კუთხით.

 

სალომე შაფაქიძემ ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანზე. ამ კონტექსტში, მან ძირითადი ყურადღება გაამახვილა შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი სრული ინტეგრაციასა და ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებაზე შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებით. მან ყურადღება ასევე გაამახვილა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მეტ ჩართულობას ამ პროცესში.

 

ვებინარზე განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი ხედვა და მიზნები. მონაწილეებმა აღნიშნეს პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამ კონტექსტში, მოლოდინები 2021 წელს დაგეგმილი სამიტიდან. ვებინარს ესწრებოდა ფართო აუდიტორია, დიპლომატიური კორპუსის ჩათვლით.​

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner