logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით
- +

23 ოქტომბერი. 2020. 23:14

 

 

 

"ქართული ოცნება - დემოკრტიული საქართელოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები  ამჯერად გელათის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.

 

ინდივიდუალურმა შეხვედრებმა საარჩევნო განწყობით და მიმდინარე მოვლენების გამოხმაურებით ჩაიარა.

 

იოსებ ხახალეიშვილი ადგილობრივებს მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტულობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც ქალაქის განვითარებაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდება.

 

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, გელათის ძველი ქუჩის მოსახლეობის პრობლემებიც ქუთაისი სხვა ძველ უბნებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ჰგავს.

 

"მინდა თითოეულ მოქალაქემდე მივიტანო ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილი ხალხის ჩართულობასთან დაკავშირებით - ქალაქის ბიუჯეტში შევიტანო ახალი პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს თანაქალაქელებს უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი მუნიციპალიტეტისა თუ უბნის პრობლემების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების განსაზღვრაში. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების თანამონაწილეობით იქნება ეფექტური", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner