logo_geo
eng_logo
ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს: მსურს, ამ რთულ დროს პოზიტიური ამბავი გაცნობოთ
- +

24 ოქტომბერი. 2020. 01:05

 

რეპერი ბერა ივანიშვილი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამაზონის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებს აჯამებს.

 

„მსურს ამ რთულ დროს რაღაც პოზიტიური გაგიზიაროთ. აქ ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შევძელეთ უკანასკნელ ერთ წელიწადში ამაზონის პროექტის ფარგლებში" - ამბობს ბერა.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ბერა ივანიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ საკუთარი შრომით მოპოვებული დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით, ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს რიცხავდა. ამავე მიმართვაში ივანიშვილი საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდებდა.

 

„მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ. ნებისმიერი კონტრიბუცია, მიუხედავად რაოდენობისა, აზრიანი და მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. გმადლობთ და ღმერთმა დაგლოცოთ,“- აცხადებდა ბერა ივანიშვილი მიმართვაში.

 

ამის შემდეგ ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ „იესეიმ“ (ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) გამოაცხადა, რომ ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ნოემბერში ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში გაემგზავრა.

 

 

https://www.instagram.com/p/CGsQibqnR9F/

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner