logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია
- +

24 ოქტომბერი. 2020. 12:24

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია.

 

"მშვიდობა რეგიონში ვითარებას სრულად შეცვლის; ვიმედოვნებ, რომ ვიხილავ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს. მაგალითად, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, ვართ კარგი მეგობრები და კარგი მეზობლები.

 

შეხედეთ, რამდენ პროექტს ვახორციელებთ ერთად. ნავთობის, გაზის, ენერგორესურსების ტრანსპორტირება, რკინიგზის კავშირი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, "ტანაპი" და უამრავი სხვა.

 

ვფიქრობ, აზერბაიჯანი პირველი ან მეორე უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, თურქეთთან ერთად, პირველი ან მეორე გადასახადების უმსხვილესი გადამხდელი," - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ერთ-ერთ იაპონურ მედიასაშუალებასთან ინტერვიუს დროს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner