logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი ეუთო ODIHR - ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 15:17

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.

 

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილს,  2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ  საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო-ს დამკვირვებელთა მოვლინების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

შეხვედრის მონაწილეებმა,  წინასაარჩევნო პერიოდში, ქვეყანასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე მის შესაძლო გავლენაზე იმსჯელეს. გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი შესაძლო ქმედების პრევენცია და არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, 2020 წლის 25 სექტემბერს გაიხსნა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner