logo_geo
eng_logo
“დილით გავიღვიძე სიცხიანმა” – თიკა ფაცაცია კორონავირუსზე
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:14

 

 

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ ახალი კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ მან “ინსტაგრამ” გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

 

“გავიდა გარკვეული პერიოდი და მე ვარ მზად, ვილაპარაკო ხმამაღლა, რომ დავამარცხე კორონავირუსი.

 

დავამარცხე სახლში. პრინციპში დღეს არის ბოლო დღე, როდესაც ვზივარ და გამყავს დრო. ხვალიდან შევუერთდები ჩემს ოჯახის წევრებს”- ამბობს თიკა ფაცაცია.

 

მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე ძალიან დაეხმარნენ ის ადამიანები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს.

 

“მათთან საუბრით ძალიან ვმშვიდდებოდი და ძალიან დამეხმარნენ. ეს იყო ნოდიკო ტატიშვილი და კახა მიქიაშვილი. ტელეფონზე ვეკიდეთ მე და ნოდიკო, კახა მიქიაშვილიც ჩუმად ებრძოდა ვირუსს და ბოლო იმედი მან ჩამისახა. დაამარცხა. საიდან გადამედო მივხვდი ამას. გადამედო ჩემი სტუმრისგან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. ჩემთვის მეთერთმეტე დღე არის დღეს, ოჯახის წევრებს არ აქვთ ვირუსი.

 

ყველას აინტერესებს რა პირობებში გადამედო. ერთად ვიყავით გარდერობში და სამოსი, რომელსაც მე ვეღარ ვიყენებ, მინდოდა მას ჰქონოდა, რადგან მე მოვსუქდი. ვიცვლიდით ამ ტანსაცმელს და როგორც ჩანს ამ დროს გადმომეცა. მას მეორე დღეს დაეწყო სიმპტომები, 4-5 დღეში მეც გამომივლინდა.

 

თავიდან მე დამეწყო ძლიერი ტავის ტკივილით. თითქმის მთელი დღე არ გამიყუჩდა, დილით გავიღვიძე სიცხიანმა. გავიკეთე პირველი ტესტირება, არ ვენდე და მეორე ტესტმაც დადებითი პასუხი აჩვენა.

 

ყველა გადარჩა ვინც ჩემთან იყო კონტაქტში. ვიდრე სიცხიანი გავიღვიძებდი, იმ ღამეს სიყვარულის შემოტევა დამემართა და ოჯახის წევრები კოცნებით გავავსე. ამდენი ჩემი შვილებისთვის და მეუღლისთვის არ მიკოცნია, რა მეტაკა არ ვიცი.

 

იმუნიტეტი თუ გაქვთ კარგი ნუ გეშინიათ. მე იმ მომენტში დამიქვეითდა იმუნიტეტი და მაშინ მომერია. ასევე დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. არ მინდოდა ამის აფიშირება, იმიტომ რომ მეც შეშინებული ვიყავი.

 

ძალიან მალე ვიღლები. როცა მინდა წავიმღერო სუნტქვა მივარდება. ზურგი არ მტკიოდა, ყნოსვა და გემოც დამეკარგა, ახლაც ვერ ვგრძნობ სრულყოფილად. რაც შეეხება შებრუნებას, უნდა ვიცოდეთ გამოგვიმუშავდა თუ არა ანტისხეულები. ასე თუ მოხდა, გარკვეული პერიოდი დასვენებულები ვიქნებით.

 

სისხლის ანალიზი გავიკეთე ვირუსის დროს, რადგან სუსტი სისხლძარღვები მაქვს, რადგან ანალიზი დადებითი იყო, არანაირი წამალი არ დამილევია. ხალხო ტყუილად არაფერი დალიოთ, იმიტომ რომ პროფილაქტიკისთვის მიღებული წამალი არ არის სასარგებლო. ძალიან ბევრს დავდიოდი.

 

შეგიძლიათ ტელეფონზე ისაუბროთ და თან იაროთ. ლიმონიან წყალს ვსვამ ძალიან ბევრს. თუკი ბოლო 2-3 დღის მანძილზე სიმპტომი არ გაქვთ გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი და შეუძლია ტესტის გარეშე დატოვოს ტერიტორია.

 

მწეველებს რაც შეეხება, ერთი წელია არ გავკარებივარ თამბაქოს და ეს ჩემს გამარჯვებად მიმაჩნია” – განაცხადა თიკა ფაცაციამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner