logo_geo
eng_logo
მთავრობამ შესაძლოა რესტორნების 22:00 საათიდან დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:36

 

 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ბიზნესს კონკრეტული პირობები მისცეს. კერძოდ, ბურჯანაძე აცხადებს, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს.

 

 

„კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათს ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე კონკრეტული შეპირება მიღებულია”,- განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

დღეს, პრემიერმა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner