logo_geo
eng_logo
ვირჯილ ვან დეიკი რასიზმის შესახებ
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:58

 

 

„ლივერპულის“ ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავისი აზრი გამოთქვა თანამედროვე საზოგადოებაში არსებული რასიზმის შესახებ.

 

„მიმაჩნია, რომ დაუჯერებელია თანამედროვე სამყაროში რასიზმის ხილვა. ის დღეს საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ რასისტი იყო.

 

ასე რომ, იყავით ერთმანეთის მიმართ მეგობრულები, დაკავდით საკუთარი საქმით. ისე მოეპყარით სხვებს, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგეპყრონ. ვხედავ, როგორ ცდილობენ ბავშვები და ხანშიშესული ადამიანები სხვებს ზიანი მიაყენონ, და არ შემიძლია გავიგო ეს. სოციალურ ქსელებს ნამდვილად შეუძლიათ გატეხონ ადამიანები“, – თქვა ვან დეიკმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner