logo_geo
eng_logo
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოში ზღვის დაბინძურებისთვის დააჯარიმეს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 20:59

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემებით, გემიდან ზღვაში ნავთობშემცველი წყლები ჩაიღვარა

 

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი საქართველოს აკვატორიაში შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 ათასი ლარით დააჯარიმეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

 

დეპარტამენტის მონაცემებით, გემიდან ზღვაში ნავთობშემცველი წყლები ჩაიღვარა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა ოქმი, და გემის კაპიტანს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

 

გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner