logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს
- +

24 ოქტომბერი. 2020. 21:26

 

 

 

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში თამარ მეფის, გაპონოვის, მწვანეყვავილას და ჭალას მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოისმინა მათი პრობლემები, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება.

 

"რადგან ამის საშუალებას მაძლევს ჩვენი საარჩევნო ფორმატი, მინდოდა ინდივიდუალურად ამეხსნა  ყველასთვის ის პასუხისმგებლობა რომლის წინაშეც ვდგავართ, ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემი საარჩევნო პროგრამის ნაწილია, სასიკეთო ინფრასტრუქტურული ცვლილებები, სკვერები, სპორტული ტრენაჟორები, გზები და რაც მთავარია მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემის განახლება უახლოეს მომავალში გველოდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობის რაციონალური ჩართულობა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner