logo_geo
eng_logo
თემურ ხვიბლიანი: ბრალდება, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც ბანკში შეიჭრა, არის ტყუილი და მოვითხოვ ბოდიშის მოხდას
- +

24 ოქტომბერი. 2020. 22:47

 

 

სამხედრო მოსამსახურის თემურ ხვიბლიანის განცხადებით, სიცრუეა ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში მონაწილეობდა. როგორც ხვიბლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძარცვის დღეს ის თბილისში იმყოფებოდა.

 

„მინდა განვაცხადო, რომ ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა სხვადასხვა კონკრეტული ტელევიზიებით და კონკრეტული პიროვნებების მიერ, არის აბსოლუტური ტყუილი, ცისლისწამება და ცრუ ბრალდება. ის, რომ თურმე მე ვყოფილვარ თავდამსხმელი, რომელიც შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში, ასევე ის, რომ თანამძრახველად მყოლია ასევე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე დავით ხვიბლიანი, არის აბსოლუტური ტყუილი, ცრუ ბრალდება და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერებში, რამაც გამოიწვია საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც შემეხო პირადად მე. ძარცვის დღეს ვიმყოფებოდი სახლში, ვცხოვრობ თბილისში. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მნახა“, - განაცხადა ხვიბლიანმა.

 

როგორც ხვიბლიანმა განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

 

„რბილად რომ ვთქვთ, მოვითხოვ გარკვეული დოზით ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს სხვადსხვა სამართლებრივი საშუალებები, რომლებსაც მივმართავ“, - განაცხადა ხვიბლიანმა.

 

მისივე თქმით, „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, დავით ხვიბლიანი ძარცვის მომენტში ბანკში ხელფასის ასაღებად იყო მისული.

 

„მეამაყება დავით ხვიბლიანი, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში. იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე. მან მიიღო შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე, ჩავიდა ბანკში, გარკვეული დროის შემდეგ შემოვარდა ეს მძარცველი და ის მოყვა მძევალთა რიგებში. დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად ჯანმრთელები და ცოცხლები გამოვიდნენ იმ ტერიტორიიდან“, - განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner