logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო
- +

24 ოქტომბერი. 2020. 22:52

 

 

ქართული ოცნების" აბაშის,მარტვილის,ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟოროტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

 

 კანდიდატი ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.

 

"ქალაქ წალენჯიხაში რუსთაველის ქუჩის და ლუღერას უბნის მოსახლეობას შევხვდი. ადგილობრივებს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათ სამოქმედო გეგმა გავაცანი. მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ვისაუბრეთ, ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებზე, რომელთა გადაჭრასაც ჩვენ გვანდობენ. ნათელია, რომ წალენჯიხის ინფრასტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ამისთვის კი სერიოზული სამუშაოები შესრულდა და ეს უწყვეტად გაგრძელდება მომავალშიც.

 

ქალაქში გამართული შეხვედრების შემდეგ, ულამაზესი ობუჯისა  და ფახულანის მოსახლეობას შევხვდი. მათ გავაცანი ჩემი პროგრამული ხედვები, ვისაუბრეთ იმ სიკეთეებზე, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორცილდა მათ სოფლებში.

 

მოხარული ვარ, რომ შეხვედრაზე ჩემდამი ნდობა გამოხატეს და ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად გავამართლებ მათ ნდობას. ეს არის არა უბრალოდ არჩევნებში მხარდაჭერა, არამედ მზაობა, რომ ერთად შევუდგეთ რეგიონის წარმატების მშენებლობას"  - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ .

 

 

right_banner
არქივი
right_banner