logo_geo
eng_logo
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- +

24 ოქტომბერი. 2020. 22:53

 

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ლალი ტურძელაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, 15 წლის გოგონა მართ ვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

მისივე ინფორმაციით, მოზარდის კორონავირუსით ინფიცირებულმა ბებიამ და ბაბუამ კლინიკა უკვე დატოვა.

 

შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა ერთ კვირაზე მეტია რაც მკურნალობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner