logo_geo
eng_logo
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 13:48

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა "112"-ის შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრებისა და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები.

 

რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ტარდება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner