logo_geo
eng_logo
კომუნიკაციების კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 15:44

 

 

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.

 

აღნიშნულ ვიდეორგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონის ვალდებულებების შესაბამისად არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაში არ არის მითითებული ცდომილების ფარგლები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიდეორგოლში საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საარჩევნო კოდექსთან“ შეუსაბამოდაა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა და „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

 

შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 დღის ვადაში, ქმედების შეფასებას და შესაბამისად სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე იღებს. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომა დღეს, არასამუშაო დღეს გამართა. 

 

right_banner
არქივი
right_banner