logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონის გამგეობამ, დიდუბის ქუჩის N12-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლი გაამაგრა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 21:05

 

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობამ, დიდუბის ქუჩის N12-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები განახორციელა.

 

პროექტის მიხედვით, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა შეიცვალა. შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 98 187 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „აილამა“ შეასრულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner