logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სისხლს მოწყურებულები ელოდებიან, იქნებ დამნაშავემ კიდევ აიყვანოს ვინმე მძევლად
- +

27 ოქტომბერი. 2020. 00:12

 

 

„ფაქტია, რომ კონკრეტული ტელევიზია, (თუ შეიძლება რომ ტელევიზია ეწოდოს), ორიენტირებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია ოპერაციის მეორე ნაწილი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

 

„პირველი ნაწილი პოლიციამ შესანიშნავად, მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩაატარა და ყველა გადარჩა. რასაკვირველია სისხლსმოწყურებულები სხედან და ელოდებიან, იქნებ რაღაც მოხდეს, იქნებ დამნაშავემ კიდევ აიყვანოს ვინმე მძევლად.

 

რასაკვირველია, ის პასუხისმგებლობა რომელიც აქვს „მიშავიზიებს“, სრულდება. რასაკვირველია სახელმწიფო თავის ვალდებულებას ასრულებს, რომ არ დაუშვას იმ დესტრუქციული გეგმის განვითარება. გადახედეთ პოლიტიკოსებს, ვინ რას ამბობს, ვინ როგორ აფასებს ამ სიტუაციას და ვის რა მიზანი აქვს. ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და რამდენიმე დღე დარჩა, გადაწყვეტილება მიიღეთ იმის მიხედვით, თუ რა ელოდება ქვეყანას კონკრეტული პოლიტიკური ძალების გამარჯვების შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ აქ პასუხი ცალსახაა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner