logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი მე არ ვარ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 00:29

 

 

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი “ქართულ ოცნებას” ტოვებს.

 

მან ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფედერაციაში ჩამოყალიბდა ზონდერი ბრიგადა, რომელიც სპორტსმენებს ატერორებს“.

 

„ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევითო. ჩარევა კი არა, გააჩერეთ ეს ხალხი, რომ სიმართლე დავამტკიცო. ყველა გავაფრთხილე, კალაძე არ მხვდება. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ რეჟიმია. ეტყობა, უნდათ, რომ ეს ზონდერ ბრიგადა, რომელიც შემომივარდა (სპორტსმენები) გამოიყენონ, ხალხის დასაშინებლად.

 

ისინი მთელ ჩვენს სპორტსმენებს ატერორებენ. გადაწყვეტილი აქვთ, რომ მოაწყონ სამინისტროსთან მიტინგი, რომ სოსო წავიდეს ფედერაციიდან. ვაცხადებ, რომ არანაირი დანაშაული არ მაქვს, ყველაფერი სახეზეა. ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ წევრი მე არ ვარ“,- განაცხადა ჯაჭვლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner