logo_geo
eng_logo
„სენსიტიურები ვართ გარდაცვლილების შესახებ ნიუსებზე… გაუფრთხილდით ჩვენს ნერვებს!“ – რას ითხოვს ინფიცირებული ჟურნალისტი
- +

27 ოქტომბერი. 2020. 00:38

 

 

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ გიორგი ხუხიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტი თავად წერს.

 

 

„დღეს კორონავირუსი დამიდასტურდა. საბედნიეროდ უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მკაცრ კარანტინში ვიყავი და არავის ინფიცირების წყარო არ ვარ.

 

 

კარანტნში ყოფნის მეხუთე დღეს დამეწყო დაბალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე და PCR ტესტმა დადებითი აჩვენა.

 

არ ყოფილა მარტივი ამ ტიტულის მორგება. შორიდან მეც ბევრი სხვა ჩემნაირივით ვფიქრობდი, რომ მოსახდელი ვირუსია. მაგრამ ფაქტის წინაშე ასე სწრაფად დადგომამ ცოტა შემარყია ასევე, ამ მოცემულობაში ინფიცირებულები განსაკუთრებით სენსიტიურები ვართ გარდაცვლილების შესახებ ნიუსებზე და ნეგატიურ ამბებზე, ამიტომ გაუფრთხილდით ჩვენს ნერვებს.

 

 

ყნოსვის და გემოს დაკარგვა არ მესმოდა რას ნიშნავდა და არავის გირჩევთ, ისეთი ცუდი შეგრძნებაა.

 

 

დღეს სიმპტომებიდან მეოთხე დღეა. გადმოვედი კოვიდ-სასტუმროში და აქ ვაგრძელებ ცხოვრებას“, – წერს ხუხია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner