logo_geo
eng_logo
11 წლის შემდეგ ნაპოვნი სამართალი - მინდია ქაშიბაძე გაამართლეს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 02:48

 

 

ქართული ლეპტოპის შემქმნელი, მათემატიკოსი მინდია ქაშიბაძე სასამართლომ გაამართლა.

 

მისი ისტორია 2004 წლიდან იწყება, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიული შემოწირულობის გაღებაზე უარი უთხრა. შედეგად კი დაისაჯა და იძულებული გახდა ჩეხეთისთვის შეეფარებინა თავი.

 

საქმეში ფიგურირებდა ჭუტა წერეთელიც.

 

„2012 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურაში სარჩელი შევიტანე ავთო (ჭუტა) წერეთლის წინააღმდეგ, რომლის კაბინეტში ბრტყელტუჩათი არაადამიანურად მაწამეს. ამის მიზეზი წერეთლის მხრიდან ჩემი ბიზნესის ხელში ჩაგდების სურვილი იყო.  პარალელურად, მასთან გარიგებაში მყოფმა მაშინდელი ფინანსური სამსახურის მესვეურებმა დევნა დამიწყეს, რის გამოც იძულებული გავხდი თავი ჩეხეთისთვის შემეფარებინა“, - განაცხადა მინდია ქაშიბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner