logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: 2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:32

 

 

„მთავრობა ვალდებულია, ყოველდღიურად მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების პრაქტიკული პირობები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ - თბილისში, ბათუმში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა თუ თელავში, ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მნიშვნელობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს წალენჯიხაში საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაზე.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 2012 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალური ხარჯების სახით დახარჯა 23 მილიარდი ლარი.

 

„მომავალი ოთხი წლის განმავლობაში 2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა დახარჯავს 20 მილიარდ ლარს, ანუ ორჯერ უფრო მეტს. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ყველაფერ იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო დაახლოვოს ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner