logo_geo
eng_logo
ესებუების სახლში გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა - რას ამბობს ბადრი ესებუას მამა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 11:45

 

ბადრი ესებუას სახლის ჩხრეკა გვიან ღამით დასრულდა. როგორც ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამ განაცხადა, სამართალდამცველებს არაფერი ამოუღიათ.

 

მისივე თქმით,  მისი შვილი დაახლოებით ორ დღეში, თავად იტყვის ყველაფერს.

 

ტარიელ ესებუას განცხადებით, მას სჯერა, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

 

„მოჰქონდათ ტომრები, ცარიელი წაიღეს, არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ წაუღიათ. არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და იტყვის სიმართლეს“, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner