logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ქვემო არქევანში დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:27

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვემო არქევანში დარბაზულ ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, კედლების კარნიზები. ფასადების გარკვეულ უბნებში ჩამოშლილი იყო საპირე ქვები. ინტერიერში კი იყო ჩამონგრეული კუთხეები. ეკლესია აღდგა სუფთად თლილი ტუფის ქვით. შესრულებული სამუშაოების შედეგად, მოიხსნა უვარგისი დაშლილი დუღაბი და ძველი წყობის მიხედვით აღდგა საპირე ქვები ფასადებსა და ინტერიერში. ინტერიერში აღდგა დასავლეთ კედლის პილიასტრი, საკურთხევლის მხრები, სამხრეთ და აღმოსავლეთ სარკმელი. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე გამოილესა კედლის საპირე ქვები. გასუფთავდა კარნიზის ბუდეები და მოეწყო ოთხივე კუთხე ახლით ასევე გადაეწყო ძველი კარნიზები მცირედი შესწორებებით. აღდგა ჩამონგრეული კამარა, მისი აღდგენის შემდეგ გადაილესა ქანობები მთლიანად კირის დუღაბით. მოეწყო თუნუქის სახურავი ლორფინის იმიტაციით. ინტერიერში მოეწყო იატაკი ბოლნისის ტუფის ქვით, ძველი იატაკის დონის მიხედვით. სარკმლები რკინის ბადეებით. მოეწყო ამბიონი მასიური მთლიანი ქვით, დაიდგა ტრაპეზის ქვა.

 

„ეკლესია დარბაზულია, სამხრეთის თანადროული მინაშენით, ტაძრის მშენებლობის პერიოდს განსაზღვრავს მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახე. არქევანის ტაძარი რამდენიმე პერიოდს მოიცავს ის ასახავს ამ რეგიონის დაცემისა და აღორძინების ისტორიას. ეკლესიის საფასადო სახე მეტყველებს მის მრავალჯერ აღდგენას და დღევანდელი სახით მისი მხატვრულ-არქიტექტურული ნიშნებით უნდა ეკუთვნოდეს გარდამავალი ხანის ძეგლთა სიას. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს „ბიჯი+“ ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორ-რესტავრატორი: მარიამ უგრეხელიძე“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner