logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება, იყოს დამკვირვებელი, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაცხადებული
- +

27 ოქტომბერი. 2020. 13:30

 

 

„წინა არჩევნებს რომ გადავავლოთ თვალი, ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ აქტიურები და დღესაც იქნებიან აქტიურები“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

მისი თქმით, სამწუხაროდ, იყო ისეთი პრაქტიკა, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილს გარკვეული განცხადებების ჩაწერა მოუწიათ საბოლოო ანგარიშებში, რომელიც შემდეგ სიცრუე აღმოჩნდა.

 

„ზუსტად ამის პრევენციას ემსახურება ეს. წინასწარ იცოდეს ყველამ, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებული სხვადასხვა განაცხადებას არ შეიძლება პირდაპირ ვენოდოთ და უნდა გადამოწმდეს, სანამ ამა თუ იმ ანგარიშში მოხვდება. აქ ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს უფლება, იყოს დამკვირვებელი ან ნებისმიერი სახით მიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გაცხადებული. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ორგანიზაცია შეისწავლა და მხოლოდ 32 იპოვა.

 

„შეიძლება უფრო მეტიც იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ მივაგენით. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო ორგანო, უბრალოდ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვიპოვეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიები შეეცდებიან, მოიპოვონ ინფორმაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებზე და ამის შემდეგ გვეცოდინება მათი მხრიდან, არის თუ არა ვინმე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მანამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რეგისტრირებული 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან ან მათთანაა აფილირებული.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner