logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 74 დასახლება გაზიფიცირდა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 14:00

 

„ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიკაციაზე - ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ანგარიში წარმოადგინა.

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნათია თურნავამ მათ გააცნო საქართველოს გაზიფიცირების პროგრამის მიმდინარეობა, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში. ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიცირების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე გააკეთა.

 

„ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ - ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მსურს აღვნიშნო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში ჩვენ არამხოლოდ დავეხმარეთ მოსახლეობას გაზის შეყვანით, არამედ გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის ოჯახებში მიღება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019-2021 წლის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად  გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90% იქნება.

 

„ამ მაჩვენებელს თუ შეადარებთ ბევრ სხვა სახელმწიფოს, სადაც ასეთი მთაგორიანი ლანდშაფტია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა მინისტრმა

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner