logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური: ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო
- +

27 ოქტომბერი. 2020. 18:51

 

წალენჯიხაში, პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რეგიონებში პოლიციის ახალი შენობების მშენებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, როგორც წალენჯიხაში ისე რეგიონების სხვა ქალაქებშიც პოლიციის შენობების მშენებლობა გაგრძელდება, რადგან თანამშრომლებს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეთ მძიმე სამუშაოს შესრულების პროცესში.

 

„სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, წალენჯიხაში, პოლიციის მაღალი დონის ახალი შენობა გავხსენით. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, შევუმსუბუქოთ მძიმე სამუშაო, რათა კომფორტი ჰქონდეთ სამუშაო ადგილზე.

 

ეს აუცილებლად გაგრძელდება სხვა ქალაქებშიც. უკვე რამდენიმე შენობა აშენდა, არა ერთი და ორი. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არა მხოლოდ რეგიონის ცენტრალურ ქალაქებში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგალითად, იგივე, როგორიც წალენჯიხაა სამეგრელოსთვის, ყველა ასეთ ქალაქში აშენდეს პოლიციის ახალი შენობები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

წალენჯიხაში მდებარე პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო. შენობა 65 თანამშრომელზე არის გათვლილი და მასში, გამომძიებლებისა და დეტექტივების სამუშაო სივრცის გარდა, განთავსებულია დასაკითხი/ამოსაცნობი, საიარაღო და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, უწყების დანაყოფებისთვის 70-მდე ახალი შენობა აშენდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner