logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია წინასაარჩევნო კვლევებზე: მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 18:59

 

 

„მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს „Survation“-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც  „ქართული ოცნება“ 55,7%-ით ლიდერობს.

 

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდნენ არჩევნებზე და  დააფიქსირონ თავიანთი აზრი.

 

„ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის და რასთანაც სამწუხაროდ, შეგუება და ცხოვრება მოგვიწევს ოთხი დღის განმავლობაში. საკმაოდ ტოქსიკური ოთხი დღე გველის. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და რაც მთავარია, სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით უნდა მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, არამედ, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რამეთუ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner