logo_geo
eng_logo
ფიზიკურ პირებს ან მათი ოჯახის წევრებს 2019 წელს 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში, 2 ნოემბრამდე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ
- +

27 ოქტომბერი. 2020. 20:11

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2019 წლის მიხედვით, აღემატებოდა 40 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ  დასაბეგრ ქონებას, ასევე, შემოსავლის ოდენობის მიუხედავად,  თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ  დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს იწურება. აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 16 ნოემბრისა.

 

ამასთან, COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა.

 

ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ელექტრონულად დეკლარირება შესაძლებელია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით www.rs.ge

 

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

 

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2020 წლის დეკლარაციის წარდგენა https://www.youtube.com/watch?v=ObXgmVYUn7A

 

ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება  https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE

 

ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner