logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის
- +

27 ოქტომბერი. 2020. 20:31

 

„თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ფეხბურთის სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რა თანხა დაუჯდა აღნიშნული სტადიონი აჭარის ბიუჯეტს, ეს იყო ყველა გულშემატკივარის ოცნება.

 

„მთავარია, ეს იყო ბევრი გულშემატკივრის ოცენება. რაც მთავარია, ამ მძიმე გამოწვევებით სავსე, პანდემიის პერიოდში ჩვენ ვხსნით და ვაშენებთ ახალ სტადიონებს. ახალ საზღვაო აკადემიას, ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის გაზიფიცირებას, ჩვენ ვაშენებთ გზებსა და ეს ყველაფერი გვჭირდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ყვეაფერი არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას და პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაეების წინაშე და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მისივე თმით, ბათუმის ფეხბურთის სტადიონი სულ სხვა გარემოსი უნდა გახსნილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდის ეპოქიდან გამომდინარე ეს ვერ შეძლეს.

 

მისივე განცხადებით, სტადიონი ჭირდებათ სპორტსმენებს, რათა ივარჯიშონ და ქვეყანას დიდი გამარჯვებები მოუტანონ და მომავალში ეს ასეც იქნება.

 

„ყველას მოგეხსენებათ, ეს სტადიონი ხორუმის აქცენტებითაა აშენებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი ფეხბურთელისთვის ეს ხორუმი იქნება ინსპირაცია შემდგომი გამარჯვებისთვის, „ბათუმის დინამოსათვის“, თითოეული გუნდისთვის, რომელიც ამ მოედანზე იასპარეზებს. გარდა ამისა, ხორუმი არის სიმბოლო ქართული მებრძოლი ხასიათისა და მინდა იცოდეთ, ჩვენ ყველანი ერთად ჩვენი მომავლისთვის ვიბრძოლებთ. ამ ხორუმის ჰანგებით გავიმარჯვებთ ყველა მიმართულებით. დავამარცხებთ კოვიდსაც, ეპიდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, ჩავატარებთ არჩევნებსაც და ყველანი ერთად აი, ამ სავსე ტრიბუნებით ვიზეიმებთ ჩვენი ფხბურთელების გამარჯვებას. გილოცავთ, ამ სტადიონის გახსნას და გისურვებთ დიდ გამარჯვებებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner