logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, ბათუმელები ხშირად ივლიან ამ სტადიონზე და არაერთხელ ვიზეიმებთ როგორც ბათუმის „დინამოს“, ასევე ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებებს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 20:40

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმელები დიდი ზეიმით, ხშირად ივლიან ამ სტადიონზე და არაერთხელ ვიზეიმებთ როგორც ჩვენი ადგილობრივი გუნდის, ბათუმის „დინამოს“, ასევე ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებებს“, - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, ახალი სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

 

„ამ დღეს ბათუმი და ბათუმელები, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრები ელოდნენ 14 წლის განმავლობაში და ახდა მათი ოცნება. დღევანდელ დღეს კიდევ უფრო მეტად განვიცდით, რომ ვერ შევძელით სავსე ტრიბუნებით გაგვეხსნა ეს ულამაზესი სტადიონი, თუმცა, როგორც აღინიშნა, ჩვენ აუცილებლად, ძალიან მალე, როგორც დავპირდით ჩვენს ბათუმელებს, გულშემატკივრებს, კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, კიდევ უფრო საზეიმო ვითარებაში გავხსნით და არაერთ მნიშვნელოვან მატჩს ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

მან სტადიონის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა და ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.

 

right_banner
არქივი
right_banner