logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჩივაძე: ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება
- +

27 ოქტომბერი. 2020. 20:49

 

 

„ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება“, - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ ბათუმში, ახალი სტადიონის გახსნაზე განაცხადა.

 

„ჩემთვის უჩვეულოა ცარიელი ტრიბუნის წინ გამოსვლა. მიხარია, რომ საქართველოში, აჭარაში, ჩვენს საყვარელ ქალაქში, ბათუმში ასეთი ბრწყინვალე სტადიონი აშენდა. ჩემს გვერდით არიან ჩვენი სასიქადულო, ვეტერანი ფეხბურთელები და ვსაუბრობდით, რომ მოვლილი გვაქვს მსოფლიო, ბევრი სტადიონი გვინახავს, მაგრამ ეს სხვანაირი, ჩვენებური სტადიონია. ახალგაზრდები რომ ვიყავით, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე ასეთ სტადიონზე მოგვიწევდა ვარჯიში და თამაში. მიხარია, რომ ჩვენს მშობლიურ ქალაქში ასეთი სტადიონი აშენდა. პირველ რიგში, ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს მივმართავ, ძალიან უნდა მოუმატონ ხარისხს, თორემ ამ სტადიონს უხარისხო ფეხბურთი არ მოუხდება. უფრო მეტი ივარჯიშეთ. იმედი მაქვს, რომ ამ სტადიონზე საქართველოს ყველა ნაკრების ახალგაზრდები ჩამოვლენ, ითამაშებენ და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“ - განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner