logo_geo
eng_logo
ცესკო-სთან პოლიციამ 3 პირი დააკავა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 22:57

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციული 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

 

ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის საშუალება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner