logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: ორშაბათიდან უფროსკურსელი სტუდენტები მზად იქნებიან, ექიმებს ეპიდვითარების მართვაში დაეხმარონ
- +

28 ოქტომბერი. 2020. 11:54

 

 

„შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დავიწყეთ პროცესი უფროსკურსელების მიერ სწრაფი კურსის გავლის, რათა ისინი მზად იყვნენ საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ჩვენს ექიმებს ეპიდვითარების მართვაში“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

 

„უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებსა და სამედიცინო ფაკულტეტების დეკანებს და დავიწყეთ პროცესი უფროსკურსელების მიერ სწრაფი კურსის გავლის, რათა ისინი მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ჩვენს ექიმებს ეპიდვითარების მართვაში. შესაბამისად, ორშაბათიდან სამედიცინო რეზერვი, უფროსკურსელთა ბაზა უკვე მზად იქნება. ეს იქნება მოკლე, სწრაფი კურსი, რომელშიც შედის როგორც ქოლცენტრში მუშაობა, ასევე კოვიდ-სასტუმროში ან საკარანტინო სივრცეში მუშაობა. ცხადია, უფროსკურსელი სტუდენტები არ ანაცვლებენ ექიმს, ისინი უბრალოდ ეხმარებიან მას. ეს მნიშვნელოვანია მათი ცოდნისთვისაც და თუ ექიმებს დახმარება დასჭირდათ, დარწმუნებული ვარ, უფროსკურსელები ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner