logo_geo
eng_logo
„იმედის“ დაკვეთით გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 17:51

 

 

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამასთან 31 ოქტომბერს, მაშინ როდესაც საარჩევნო უბნები ოფიციალურად დაიხურება, „იმედი“  მაყურებლებს ეგზიტპოლს შესთავაზებს.

 

მანამდე კი ტელეკომპანიამ იმ შეკითხვებზე გამოაქვეყნა პასუხები, რომლებიც წინასაარჩევნოდ აქტუალურია.

 

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესრულებული სამუშაო, რესპონდენტთა 68% ამბობს, რომ მოსწონს, 23% ამბობს, რომ არ მოსწონს.

 

ტელეკომპანიის დაკვეთას უმსხვილესი ამერიკული საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია „Public Opinion Strategies“ შეასრულებს.

 

ეს არის 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს როგორც პოლიტიკოსების, ასევე მედია საშუალებების, კერძო კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატებისთვის ჩაატარა ორ მილიონამდე ინტერვიუ და ექვსი ათასამდე გამოკითხვა. ამას გარდა, კომპანია მუშაობს 15 სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის საქართველოში, სადაც ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა. „Public Opinion Strategies“-მა პირდაპირი ინტერვიუების მეთოდით კვლევა, 9 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა და 1 518 რესპონდენტი გამოჰკითხა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner