logo_geo
eng_logo
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს“ - 29 ოქტომბერს ქუთაისში მსვლელობა გაიმართება
- +

28 ოქტომბერი. 2020. 20:08

 

 

„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს“, - ამ ლოზუნგით ხვალ, 29 ოქტომბერს ქუთაისში მსვლელობა გაიმართება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა პოლიტიკოსების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გაიმართება.

 

„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს. სწორედ ამიტომ ხვალ, 29 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში, წერეთლის 18 ნომერში, 5 საათზე დაიწყება მსვლელობა, შემოგვიერთდით! ყველა ერთად დავდგეთ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რათა ერთად შევძახოთ „ქუთაისი ნაცების გარეშე“, - აღნიშნულია „ჩვენი ქუთაისისთვის“ ფეისბუკ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner