logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
- +

29 ოქტომბერი. 2020. 18:35

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს 2 წლის ვადით დაიკავებს.

 

თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე ორგანიზაციის პოლიტიკურ ბიუროზე დაამტკიცეს.

 

CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს და იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და მისი მეზობელი რეგიონების მეტად დაბალანსებული განვითარების სასარგებლოდ.

 

ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში.

 

ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ეროვნულ მთავრობებში კონტაქტების ფართო ქსელის საშუალებით, ასოციაცია უზრუნველყოფს მისი წევრი რეგიონების საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებას რეგიონული ზემოქმედების მქონე პოლიტიკებში.

 

ასოციაცია მუშაობს როგორც სამეცნიერო ცენტრი, სხვადასხვა დარგობრივი და  ინოვაციური განვითარებისათვის იდეებისა და პროექტების შემუშავების მიმართულებით და ამასთან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებთან აქტიურად ლობირებს რეგიონების მდგრადი განვითარებისათვის საჭირო ფინანსური წყაროების მოძიებისა და მოპოვებისათვის.

 

საზღვაო რეგიონების ასოციაცია 1973 წელს დაარსდა და ამჟამად 150  რეგიონს აერთიანებს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნებიდან. გაერთიანება ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობაზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის ზრდასა და ხელმისაწვდომობაზე.  ევროპული მმართველობა, მწვანე ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და მდგრადი სამეზობლო განვითარება ასევე წარმოადგენს ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner