logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ
- +

30 ოქტომბერი. 2020. 11:00

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი გიორგი ამილახვარი ისრაელში, საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ბელარუსში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა ონლაინ ფორმატში შეხვედრისას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაზე და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრეს. მოისმინეს ინფორმაცია ემიგრაციაში მყოფი ქართველების საქმიანობასა და საჭიროებებზე.

 

„ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს წარმატებაში.

 

ამ წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მოცულობითი სამუშაოს შესრულება მშვიდობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმის და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატოსთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობის მხრივ. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული, გვაქვს გეგმა და გვყავს გამოცდილი გუნდი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის შემდგომი განვითარება”- განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

 

right_banner
არქივი
right_banner