logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე: ვუსამძიმრებ ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს, განსაკუთრებულად ოჯახებს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 11:47

 

 

„მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას, გუშინ, გვიან ღამით, გორთან  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ.

 

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner