logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება, ერთად მუშაობა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო
- +

21 ნოემბერი. 2020. 09:22

 

 

„რაც უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი. ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ და მეორე ტურში, პანდემიის დროს, გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში. რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის დაკვეთა, ასევე, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო“, – განაცხადა გახარიამ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner