logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გრძელდება კონსულტაციები და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი
- +

21 ნოემბერი. 2020. 12:38

 

 

„გრძელდება კონსულტაციები, ყველა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი. დასათმობი არაფერია, არჩევნები შედგა და შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც თავისუფალი და კონკურენტული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„რაც შეეხება ბოიკოტს, ზუსტად იგივე გააკეთა ოპოზიციამ 2016 წელს, როდესაც მონაწილეობა არ მიიღო მეორე ტურში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის არასწორი ქმედება. გრძელდება კონსულტაციები, ყველა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი. დასათმობი არაფერია, არჩევნები შედგა და შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც თავისუფალი და კონკურენტული. კონსულტაციებისთვის მზად ვართ და წარმატებას ყველა ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner