logo_geo
eng_logo
12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა
- +

21 ნოემბერი. 2020. 13:09

 

 

„12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა“, - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა.

 

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში - 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში - 6.2%.

 

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეცუბანზე, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება ამომრჩევლებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

 

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner