„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვლოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.
„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას და განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას.
აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.