logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: შემოვხაზე ქვეყნის სწორი, სწრაფი და გონივრული განვითარების უზრუნველყოფა
- +

21 ნოემბერი. 2020. 15:47

 

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის სწორ, სწრაფ, გონივრულ განვითარებასა და ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

 

კახა კახიშვილმა ამომრჩევლების მაღალი აქტივობის იმედი გამოთქვა.

 

„ვიმედოვნებ, როგორც პირველ ტურში იყო, მეორე ტურშიც საკმაოდ მაღალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა. ხმა მივეცი ქვეყნის სწორ, სწრაფ, გონივრულ განვითარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

შეგახსენებთ, ისანში კახა კახიშვილის ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძეა, რომელიც, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციონერები, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დეკანოიძე საპარლამენტო ბიულეტენში ასახული არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner