“იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, როცა ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, ახალი მოდელით არჩეული პარლამენტი იქნება მრავალპარტიული", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა თეა წულუკიანმა.
“ ჩვენ - "ქართული ოცნება" ვიქნებით ამ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, დავაკომპლექტებთ მთავრობას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. იმედი მაქვს, ყველა საფუძველი და ნიშანი არსებობს, რომ სწორედ იქ გაგვიწევენ ოპონირებას და, რა თქმა უნდა, შევძლებთ, ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩეველს, მათ კი - თავისას, რომ ეს ქვეყანა ვითარდება და არის დემოკრატია,“ - განაცხადა წულუკიანმა.