logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ისნის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე პროვოკაციას გეგმავს
- +

21 ნოემბერი. 2020. 17:43

 

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ, მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე იგეგმება პროვოკაციის მოწყობა, თუმცა რა ფორმით ეს ჯერ არ ვიცი. იქ ერთ-ერთ უბანზე აქვთ კონცენტრაცია და ცდილობენ, რომ არეულობის ფონი შექმნან. ასე რომ ყველა ინფორმაცია ხელთ გვაქვს და წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

მან ასევე განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ, ინფორმაცია საზოგადოებას არჩევნების პირველ ტურამდეც მიაწოდეს.

 

 „ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ყველა პუნქტი იყო მართალი და ამაში ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც დარწმუნდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner