logo_geo
eng_logo
17:00 საათის მონაცემებით ზუგდიდში 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.64%-ია
- +

21 ნოემბერი. 2020. 18:26

 

 

17:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში 27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ამომრჩეველთა აქტივობა 22.64%-ს შეადგენს, რაც პირველ ტურთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

 

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, რაოდენობრივად 27 220 ამომრჩეველია.

 

მირანდა მესხის ცნობით, ამ დროისთვის მეორე საჩივარი დაიწერა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ, რომელიც ეხებოდა პროცედურულ დარღვევას.

 

„რეგისტრატორს როცა გამორჩება ამომრჩევლის ხელმოწერა წერს ახსნა განმარტებას რაზეც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" მოითხოვა მასზე დისციპლინარული პასუხისმგებლობა და ამასთან დაკავშირებით დაწერა საჩივარი“, - აღნიშნა მირანდა მესხმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner