ზუგდიდში 107-ვე საარჩევნო უბანზე, რომელიც 20:00 საათზე დაიხურა, ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ინფორმაციით, არჩევნებში 34 080-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 28,34%-ს შეადგებს.
ეს მაჩვენებელი წინა ტურთან შედარებით, ნაკლებია. პირველ ტურში აქ 46,17%-იანი აქტივობა იყო.
რაც შეეხება საჩივრებს, დღის განმავლობაში ოთხი საჩივარი დაიწერა, რაც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. მირანდა მესხის თქმით, საჩივართა ნაწილზე უკვე მოხდა რეაგირება.