logo_geo
eng_logo
კოტე ანანიაშვილი: თუ აქციაზე მოძრაობა „ალტერნატივას" მხრიდან გადაცდომას ექნება ადგილი, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს
- +

22 ნოემბერი. 2020. 00:07

 

 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კოტე ანანიაშვილის განცხადებით, თუ აქციაზე მოძრაობა „ალტერნატივას" მხრიდან გადაცდომას ექნება ადგილი, პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს.

 

„ადგილზე წარმოდგენილია შსს-ს საპოლიციო ძალები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არავის დაკავება მომხდარა. თუ იქნება გადაცდომა, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები", - განუცხადა კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს.

 

„მონებო, მონებო“- ამ შეძახილით არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა" ბათუმში, საოლქო კომისიის შენობასთან აქციას მართავს. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა, რის გამოც პროტესტს გამოთქვამენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner